უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2017 16:40
font-size

ბატონ ქუმსიშვილს დათვლა შეეშალა - ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრს პასუხობს

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას ფრაქციის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამაზე. მინისტრის შეფასებით, ამ პროგრამის გამო 2018 წლის ბიუჯეტს მილიარდ-ნახევარი ლარი დააკლდება, ხოლო ამ თანხის ანაზღაურება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 80%-ით შემცირებითა და სოციალური დახმარებების ან პენსიების გაუქმებითაა შესაძლებელი.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა არასწორი თანხა დაასახელა, რადგან ბიუჯეტს არა მილიარდ-ნახევარი ლარი, არამედ მილიარდ 200 000 დააკლდება, რაც ანაზღაურდება მინისტრებისა და მაღალჩინოსნების ქამრების შემოჭერის პოლიტიკით.

„ჩვენ, გვინდა, ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ბატონ ქუმსიშვილს შეეშალა დათვლა. ჩვენი საგადასახადო ინიციატივები არ ითვალისწინებს მილიარდ ნახევრით ბიუჯეტის შემცირებას. დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი იქნება ის თანხა, რაც შეიძლება ბიუჯეტს დააკლდეს, მაგრამ ეს რეზერვი ბიუჯეტში ნამდვილად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ უკიდეგანოდ არის გაზრდილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრების, ჩინოვნიკების ხელფასები. ქუმსიშვილის პასუხი მიუთითებს ერთ რამეს, ის თავდაცვით პოზიციაშია. კატეგორიულად არ უნდა არც ქუმსიშვილს, არც ბატონ კვირიკაშვილს და არც სხვა მინისტრებს მოიკლონ საკუთარი კეთილდღეობა, პრემიები, დანამატები, ჩაწყობილი ტენდერები, კორუფციის შედეგად გაზრდილი პირადი სარგებელი და ამისათვის ისინი კვლავ ცდილობენ, რომ მძიმე გადასახადებით მოახრჩონ მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ითხოვს არა სოციალური ხარჯების, არამედ ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&