არქივი
რეგიონები
ბათუმის 800-მეტრიანი ესტაკადა გაიხსნა
ბათუმის ესტაკადა გაიხსნა. დღეიდანაა შესაძლებელი ქალაქში შესვლა და გამოსვლა რკინიგზის გადაკვეთისა და საცობების გარეშე.
ესტაკადის პროექტის მთლიანი დასრულება სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა გადასასვლელი ხიდი ავტომანქანებისთვის ტურისტული სეზონისთვის გაიხსნა.
ესტაკადა გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ და აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ ბოლქვაძემ.
„ამ ადგილზე მუდმივად იყო საცობი. ეს ესტაკადა იქნება უდიდესი შეღავათი, უპირველეს ყოვლისა, ბათუმელებისთვის და ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. გარდა ამისა, ესტაკადა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთბრუნვის პროცესს ბათუმის პორტში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ბათუმის ესტაკადა 800 მეტრის სიგრძისაა და აქვს 8 მეტრი სიმაღლის სახიდე გადასასვლელი.
ესტაკადა უშუალო სახიდე გადასასვლელთან ერთად მოიცავს პორტში ხუთი დამხმარე გზის მოწყობას, რომლის მშენებლობაც პარალელურად გაგრძელება და სექტემბერში დასრულდება. პროექტისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

