არქივი
რეგიონები
ბათუმის აეროპორტსა და ვალეში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული პრეპარატები აღმოაჩინეს
20 - 27 ივლისს, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა.
შემოავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, 20 ივლისს სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთიდან შემომავალ თურქეთის მოქალაქე მ.ფ-ს ხელბარგში აღმოუჩინეს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (LIRIKA - 14 კაფსულა). 25 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი’’ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (Solpadeine - 48 აბი) შარჟა-ბათუმის მგზავრის, ქუვეითის მოქალაქის, ნ.ა-ს ბარგში იპოვეს. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საქართველოში კანონდარღვევით შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი, სგპ „ბათუმის აეროპორტში“, 27 ივლისსაც გამოვლინდა.
ამჯერად, პრეპარატები -120 მგ. ფსევდოეფედრინის შემცველობის მქონე LORINASE - 14 აბი, (8 მგ.) და კოდეინის შემცველობის მქონე SOLPADEINE - 24 აბი - დუბაი-ბათუმის მგზავრს, საუდის არაბეთის მოქალაქეს ა.ა.მ-ს აღმოაჩნდა. მოქალაქეებმა ვერ წარმოადგინეს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების ინდივიდუალური საჭიროებისთვის საქართველოში შემოსატანად (საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-32/ნ ბრძანებით) განსაზღვრული დოკუმენტები. შესაბამისად, საქმის მასალები, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

