პოლიტიკა

ბათუმის მერიაში არსებული შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში სავარაუდოდ, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება - მირდატ ქამადაძე
ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ ბათუმის მერიაში არსებული შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში აუდიტის სამსახურის შესვლა და მათი საქმიანობის შესწავლა მოითხოვა.
დეპუტატის თქმით, საკრებულოს წევრები ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმის მერიაში შემავალი უწყებებიდან საჯარო ინფორმაციიის მიღებას უშედეგოდ ითხოვენ.
„ბათუმის მერიის შემადგენლობაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობების საზოგადოებები და ა(ა)იპ-ები საკრებულოს წევრებს არ გვაწვდიან ჩვენ მიერ გამოთხოვილ სრულ ინფორმაციას. შესაბამისად, არ გვეძლევა კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების სრული რეალიზაციის საშუალება - ვერ ხერხდება ამ ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების შესწავლა-შემოწმება. ჩვენ არაერთხელ გამოვითხოვეთ ინფორმაციები: შპს „ავტოტრანსპორტისგან“, შპს „ბათუმის წყლისგან“ ა(ა)იპ „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსგან“ (ეს უკანასკნელი ორგანიზაცია რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულია და აღარ ფუნქციონირებს), ა(ა)იპ „სანსდასუფთავებისგან“, თუმცა უშედეგოდ. ეს ორგანიზაციები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, არ გვაწვდიან ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას.
აღნიშნული გვიჩენს საფუძვლიან და დასაბუთებულ ეჭვს, რომ ამ ორგანიზაციებში ადგილი აქვს კორუფციულ და ნეპოტისტურ ფაქტებს. ასევე ხდება თანხების, სავარაუდოდ, არამიზნობრივი ხარჯვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენეთ თქვენთვის, კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმეთ აღნიშნული ორგანიზაციები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ორგანიზაციებში მიმდინარე მოვლენები რამდენად შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან",- განაცხადა ქამადაძემ
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25