უკან

რეგიონები

31 იანვარი, 2017 16:10
font-size

ბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ფერიის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზური ენის სწავლების ჯგუფების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ზურაბ პატრაძემ მინისტრებთან ერთად ამ ჯგუფებისთვის გამოყოფილი სპეციალური კლასები დაათვალიერა და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. მოეწყო გამოფენა აფხაზების აჭარაში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სადაც ხელოვანების კლუბის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თეატრალური წარმოდგენა ,,ჩვენ დავბრუნდებით“. სპექტაკლში აფხაზურმა დიალოგებმაც გაიჟღერა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფ საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სიტყვით მიმართეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამოდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან. იქ დაისვა საკითხი აჭარაში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და ერთობლივი მუშაობის შედეგად დღეს, პირველად, ორ საჯარო სკოლაში ჩვენს თანამემამულეებს აფხაზური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ. რეგიონში გვყავს არაერთი წარმატებული აფხაზი. აჭარაში 2000-მდე შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ემსახურებიან სამშობლოს, მშვიდობას, ურთიერთობების დამყარებას, გაძლიერებას და შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ შეხვედრაზე.

დღევანდელი ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. განათლების ფონდის მიერ პედაგოგებთან გაფორმდა ხელშეკრულების საფუძველზე თითოეული ჯგუფისათვის კვირაში 4 საათი ჩატარდება.

განათლების ფონდი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით მომარაგებასაც. სკოლის ინიციატივით სპეციალურად დაიბეჭდა აფხაზური ენის 1991 წელს გამოცემული სახელმძღვანელო დედა ენა და ასევე, აფხაზური ენის თვალსაჩინო ანბანი.

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი