რეგიონები
ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად EBRD დახმარებას გამოყოფს
EBRD გამოყოფს რესურსებს ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწერა ხელი და მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გაკეთდება აქცენტები.
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ჩატარებული კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ შეაფასა და მინისტრ ვიქტორ დოლიძეს ღონისძიების წარმატებით ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა გამოვეხმაურო 13-14 ივლისს ბათუმში წარმატებით ჩატარებულ კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის“. მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს, ბატონ ვიქტორ დოლიძეს. ძალიან წარმატებული კონფერენცია იყო. არც ერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ ყოფილა ასეთი მასშტაბის, როგორც წელს იყო.
ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ჩატარდა ესტონეთის თანამონაწილეობით, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის. ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაზე ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ახალი თანამშრომლობის ფორმებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში.
ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის - ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, EBRD გამოყოფს რესურსებს ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად. აქედან გრანტი იქნება 1.5 მილიონი ევრო, 5.5 მილიონი ევრო არის საკრედიტო დაფინანსება. ნაწილი იქნება ელექტრო ავტობუსები, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მომავალში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

