რეგიონები
ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ 9 პირს პატიმრობა შეეფარდა
11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული 9 პირის მიმართ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, ბრალდებულები საპატიმროში წელიწადნახევარს გაატარებენ. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს შორის შემდგარი საპროცესო შეთანხმების თანახმად მიიღო. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება სასამართლოს დღეს წარუდგინა. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.
დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
საკვანძო სიტყვები:
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
26 დეკემბერი, 2025 , 10:44
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
22 დეკემბერი, 2025 , 16:57
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება
20 დეკემბერი, 2025 , 11:41


