რეგიონები
ბათუმში საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში დღეს 2016 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან და განათლების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამაჯვება მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.
,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონი ლიდერობს.
დღეს ვაჯილდოვებთ საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ 101 მოსწავლეს და 5 გამარჯვებულ სკოლას. ეს არის ჩვენი წარმატება, ჩვენი რეგიონის გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში; სამინისტროს, პედაგოგებს, ბავშვებს. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, ვინაიდან მიღებული ცოდნა და ინტერესი მომავალში დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობის სწორი მიმართულებით აღზრდა, სწორი ინვესტიციების განხორციელება. ეს არის ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოდნით, შრომითა და მიზანსწრაფულობით შესაძლებელია წარმატებას მიაღწიო. კიდევ ერთხელ ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა გამარჯვებულს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მილოცვისას.
კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად, რომელშიც სულ 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, საგნობრივ ოლიმპიადაში 101 გამარჯვებული მოსწავლე და 5 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის (ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების) კონკურსში გამოვლინდა 15 გამარჯვებული გუნდი.
საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებითა ( ტაბლეტები) და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები - მხატვრული ლიტერატურითა და დიპლომებით.
აღნიშნული ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

