უკან

რეგიონები

1 ივნისი, 2017 17:00
font-size

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზურაბ პატარაძემ პატარებს ქობულეთიდან მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რეგიონის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ პატარებს ქობულეთიდან მიულოცა, სადაც ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო. სოფელ გელაურში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გელაურის დასახლებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა. 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 19 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. მოეწყო ასევე მისასვლელი გზა. საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. სოფელ გელაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის 415 860 ლარი დაიხარჯა.

დღესვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღში 15 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 485 550 ლარი.

დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 350 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 437 ადამიანია დასაქმებული. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღების გახსნა ფიჭვნარსა და ცეცხლაურშიც იგეგმება. წელს საბავშვო ბაღები აჭყვისთავსა და ჩაისუბანშიც აშენდება.

აჭარაში 2013 წლიდან დღემდე : აშენდა 47 ბაღი; რეაბილიტირდა 67 ბაღი; მიმდინარეობს 13 ბაღის მშენებლობა და 5 ბაღის რეაბილიტაცია.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო