უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 იანვარი, 2026 09:47
font-size

ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, „ნესტლე ჯგუფმა“ სხვდასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად, რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:

* NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;

* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;

* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;

* NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;

სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს!“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.

„Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან ექვს საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას ამ სიმტომების გამოვლენის შემთვევაში სასურველია, დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.

აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც, კომპანიის შეფასებით, შესაძლოა, პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში.

აღნიშნული შესახებ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანმშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო

9 იანვარი, 2026 , 14:58

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად საზოგადოე

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

9 იანვარი, 2026 , 12:57

1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

8 იანვარი, 2026 , 14:01

9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8 იანვარი, 2026 , 12:02

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან აღმოსავლეთით 4 კმ-ში, სოფელ ჯინჭვისში და

არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი! - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

5 იანვარი, 2026 , 13:40

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს: „არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს!გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი! ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება

2025 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.0 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

5 იანვარი, 2026 , 12:52

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაცი