უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

9 იანვარი, 2022 07:57
font-size

დღის კალენდარი _ 9 იანვარი

წლის მე-9 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 356-ე დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება 70-თაგან უფლის წმიდა მოციქულის, პირველმოწამისა და მთავარდიაკვნისა სტეფანესი (34); ღირსი თეოდორე გამომწერლისა (დაახლ. 840); წმიდა თეოდორესი, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 686). ღირსი ლუკა ტრიგლიელი.

70-თაგან უფლის წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკვანი სტეფანე უმთავრესი იყო იმ შვიდ დიაკვანთაგან, რომელნიც თვით წმინდა მოციქულებმა დაუდგინეს იერუსალიმის ტაძარს. იგი პირველი ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამებრივი აღსასრული მიიღო ქრისტეს სახელისათვის.

წმიდა თეოდორე, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ბიზანტიის დედაქალაქში დაიბადა, სადაც სიჭაბუკიდანვე ღვთისმოშიშ, კეთილმსახურ ცხოვრებას ეწეოდა. ამისათვის იგი ხუცესის ღირსებაში იქნა აყვანილი და დიდხანს კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში, რომელიც წმიდა სოფიოს სახელად იყო აგებული, ემსახურებოდა ღმერთს. 676 წელს წმიდა თეოდორე კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ცრუდ შესწამეს ცილი და დაამხვეს. სიმართლემ მაინც იზეიმა გამარჯვება და 683 წელს წმიდა მღვდელმთავარი კვლავ აიყვანეს უმაღლეს სამწყემსმთავრო ტახტზე, საიდანაც იგი თავის ნეტარ აღსასრულამდე სიბრძნით წარმართავდა ეკლესიის ცხოვრებას.

დაიბადნენ:

1797 _ ფერდინანდ ვრანგელი, რუსი ზღვაოსანი, ადმირალი, რუსეთში გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1870 წელს.

1870 _ ჯორჯ შტრაუსი, ამერიკელი ინჟინერი, სან-ფრანცისკოში `ოქროს ჭიშკრის” ხიდის ამშენებელი. გარდაიცვალა 1938 წელს.

1895 _ ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1899 _ მიხეილ კვალიაშვილი, საოპერო რეჟისორი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1903 _ სიმონ ჩიქოვანი, გამოჩენილი პოეტი. გარდაიცვალა 1966 წელს.

1904 _ ჯორჯ ბალანჩინი (ბალანჩივაძე), ამერიკელი ქორეოგრაფი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1908 _ სიმონა დე ბოვუარი, ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1986 წელს.

1913 _ რიჩარდ ნიქსონი, აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1994 წელს.

1924 _ სერგო ფარაჯანოვი, კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1990 წელს.

1944 _ ფრიდონ თოდუა, რადიოლოგი, პროფესორი. გარდაიცვალა 2017 წელს.

გარდაიცვალნენ:

1873 _ ნაპოლეონ III (ლუი ბონაპარტე), ფრანგი იმპერატორი, ნაპოლეონ I-ის ნათესავი.

1878 — ვიქტორ ემანუილ II, გაერთიანებული იტალიის პირველი მეფე.

1969 _ ბეჟან ლორთქიფანიძე, არქიტექტორი.

1973 _ კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე, მსახიობი და კინორეჟისორი.

მოვლენები:

1788 — კონექტიკუტი აშშ-ს მეხუთე შტატი გახდა.

1792 — დაიდო იასის სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის, რითაც დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი.

1905 — დაიწყო რუსეთის პირველი რევოლუცია.

1919 — ლენინის ბრძანებით ვორონეჟში დახვრიტეს 160 საეკლესიო პირი, არქიეპისკოპოს ტიხონ ვორონეჟელის ჩათვლით.

1951 — ნიუ იორკში ოფიციალურად გაიხსნა გაეროს შენობა.

1969 _ ზებგერითი თვითმფრინავი „კონკორდი“ პირველად აფრინდა ბრისტოლში.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი