უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2019 16:40
font-size

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები - ნათია მეზვრიშვილი

"საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა და ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ადამიანის უფლებების საკითხებზე, სწორედ ასეთი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება დღეს. საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს. ისეთი, როგორიც არის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისეთი როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები და არის გარკვეული შენიშვნებიც ამ ანგარიშში, თუმცა ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი დამოუკიდებელი შეფასებები და მათ შორის მწვავე კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და უახლოეს მომავალში ეს საბჭო აუცილებლად განახლდება.

"ერთი, რაც შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს კონფერენციაზეც აღინიშნა, დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები არსებობს, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სასტუმრო "რედისონში" გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა

31 ოქტომბერი, 2025 , 18:50

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა? - შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით, 10 პედაგოგისთვის ჯამში ასი ათასი ლარი გაიცა, საზეიმო საათნახევრიან ღონისძიებაზე კი 628 ათასი ლარი დაიხარჯა. სოლიდური ჰონო

მოემზადეთ Black Friday-ისთვის - შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

31 ოქტომბერი, 2025 , 18:39

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ახალი ინიციატივების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შოპინგის დღისთვის - Black Frida

დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:24

გალტ & თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. 20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნო

საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით - Global Finance

31 ოქტომბერი, 2025 , 18:11

Global Finance-ის პირველ დაჯილდოებაზე AI In Finance Awards, რომელიც ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის როლს აღიარებს, საქართველოს ბანკმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბ

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია? საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

31 ოქტომბერი, 2025 , 11:28

21 უნივერსიტეტი, 360-ზე მეტი სტიპენდიატი - ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც

„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს

31 ოქტომბერი, 2025 , 10:50

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „როგორ გავზარდოთ გაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის&rdq