უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

30 ოქტომბერი, 2025 08:36
font-size

დღის კალენდარი - 30 ოქტომბერი

წლის 304- დღეახალ წლამდე დარჩა 62 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოსებ კათალიკოსისა, სასწაულთმოქმედისა (1770); წინასწარმეტყველისა ოსესი (820 . ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ანდრია კრიტელისა (767); მოწამეთა უვერცხლოთა თანაძმათა: კოზმა და დამიანე არაბიელთა და მოყვასთა მათთა მოწამეთა: ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპისა (287 ან 330); მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, კიტიელი ეპისკოპოსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა 898).

დაიბადნენ:

1735 – ჯონ ადამსი, აშშ-ს პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1826წელს.

1741 – ანჟელიკა კაუფმანი, გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი, გარდაიცვალა 1807წელს.

1751 – რიჩარდ ბრინსლი შერიდანი, ინგლისელი დრამატურგი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1816 წელს.

1821 – ფიოდორ დოსტოევსკი, დიდი რუსი მწერალი, გარდაიცვალა 1881 წელს.

1839 – ალფრედ სისლეი, ფრანგი იმპრესიონისტი, გარდაიცვალა 1899 წელს.

1871 – პოლ ვალერი, ფრანგი პოეტი, გარდაიცვალა 1945 წელს.

1872 – გიორგი თუმანიშვილი, მეცნიერი-ინჟინერი, გარდაიცვალა 1937 წელს.

1930 – ოთარ ლორთქიფანიძე, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 2002 წელს.

1943 – გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, კინორეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1911 – ნიკოლოზ ცხვედაძე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაიბადა 1845 წელს.

1824 – ჩარლზ რობერტ მეტიურინი, ინგლისელი მწერალი, დაიბადა 1782 წელს.

1910 – ანრი დუნანი, შვეიცარიელი ფილანტროპი, „წითელი ჯვრის“ დამაარსებელი, დაიბადა 1828 წელს.

1953 – იმრე კალმანი, უნგრელი კომპოზიტორი, დაიბადა 1882 წელს.

მოვლენები:

1270 წელიდაიწყო უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა.

1888 წელიჯონ ლუადმა ბურთულიანი კალმისტარი დააპატენტა.

1918 წელიდაიდო მუდროსის ზავი დიდ ბრიტანეთსა და ოსმალეთს შორის. ზავი ითვალისწინებდა ოსმალეთის ჯარების გაყვანას ამიერკავკასიიდან, ირანიდან და არაბული ოლქებიდან.

1918 წელიჩეხოსლოვაკია დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

1918 წელიმოსკოვში აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა.

1952 წელიინგლისმა პირველი ატომური ბომბი გამოსცადა.

1968 წელილარს ორსაჰენს და ლუის ალვარესს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ.

საკვანძო სიტყვები: