უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 სექტემბერი, 2017 15:00
font-size

ბესიკ ბუგიანიშვილმა ამ განაჩენით სასამართლოს ჩაადენინა თვითმკვლელობა - მეუფე პეტრე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენით ქართულმა სასამართლომ თავი მოიკლა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა უსამართლო ფარისევლური განაჩენი და მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, როგორც მოსამართლემ, მის მთელ თაობასა და შთამომავლობას, ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი და ძალიან მძიმე ცოდვაა.

მინდა შევახსენო, რომ მათ, საუბედუროდ, დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და მათ დაავიწყდათ, რომ მსაჯული არის ქრისტე ღმერთი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში“, - თქვა მიტროპოლიტმა.

მეუფე პეტრემ განაჩენი „ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა.

„ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამე თუ სახელმწიფოს თავისუფლება, ძლიერება, მისი განვითარება დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამრთლოზე გადის, ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლისა და ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობის მონად, რა თქმა უნდა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, -თქვა მეუფემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, მმართველი გუნდის ქმედებები იყო მიმართული დეკანოზის წინააღმდეგ

„ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია და სახელმწიფოს პირველი პირების სინანული არ გვინახავს, რომლებიც უპრინციპოდ სდებდნენ ბრალს, დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ცილი დასწამეს მამაოს დაკავებისთანავე და მათ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ამ ცოდვის გამოსასყიდად”, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავიდან მამალაძეს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება ( სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი), რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადაუკვალიფიცირა - მას უკვე მკვლელობის მომზადებისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) შეეფარდა 9-წლიანი პატიმრობა. დეკანოზი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

განაჩენის გამოცხადების პროცესს თავად მამალაძე არ დასწრებია.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და