პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას - ნიკა გვარამია
„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას“,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.
გვარამიას თქმით, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე მთავარ პროკურატურაში ის იყო პასუხისმგებელი პირი. მისივე განცხადებით, საქმის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აწვდიდა.
„სხვათა შორის, 7 ნოემბერზე რომ ხშირად ვსაუბრობთ და შეცდომები დაუშვა მაშინ ხელისუფლებამ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, იმედის დარბევასა და ასე შემდეგ.
პატარკაციშვილის მიმართ ჩემი პოზიცია მაქვს და არასდროს არ შემეცვლება, მაგრამ პატარკაციშვილის უფრო დაცინვა, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადო გულშემატკივრად, არ წარმომიდგენია. მთავარი მოზიზღარი იყო მისი, არავინ ისე არ ეზიზღებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმაზე მეტად და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც ბადრის. თუ ვინმე ფულის გადამხდელი იყო ბადრის მკვლელობაში, იყო ბიძინა ივანიშვილი.
მე ვმუშაობდი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, პასუხისმგებელი პირი ვიყავი საქართველოს პროკურატურაში. მე ხომ ვიცი, ვის ვუგზავნიდით პირველ იმეილებს, რომ დაწყნარდით, ყველაფერი წესრიგშია, ბატონო ბიძინა. ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მოითხოვდა დახვრეტას ბადრისი, მოკვლას, გადაშენებას და ასე შემდეგ“,- განაცხადა გვარამიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი
6 თებერვალი, 2026 , 16:46
დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
6 თებერვალი, 2026 , 14:41
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი - შალვა პაპუაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 13:50
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39


