პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ რეფორმების ახალ ტალღას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის ინიციატივით, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ის ბრუნდება პოლიტიკაში. შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ ის დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. ის სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის დაბრუნება საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს.
„ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონო ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად",- თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს საკითხიო განხილული არ ყოფილა.
მისივე თქმით, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პარტიაში და ექნება საკვანძო როლი იმ პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


