პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის იძულება, ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს, რომ ღრმა კრიზისია როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე მთელ ქვეყანაში - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოიკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ღრმა კრიზისზე.
„ქართული ოცნების“ რეალური მმართველის იძულება, რომ ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე მთელ ქვეყანაში. მაგრამ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთი რამ - ივანიშვილით დაწყებული გიორგი კვირიკაშვილით დამთავრებული, მთელი ამ გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე. მეტი არაფერი უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდითა და მმართველობით“, - თქვა ბოკერიამ.
დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარეობას დათანხმდა.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


