უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2018 13:30
font-size

ბინაში, სადაც ცოლ-ქმარი დაიღუპა, ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი იყო, რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალულია - „ყაზტრანსგაზ - თბილისი“

„ყაზტრანსგაზ - თბილისი“ წუხელ, პეკინის გამზირის 14 ბ-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალისტებმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია.

„ყაზტრანსგაზ - თბილისის“ თანამშრომლები გაზგაყვანილობის გეგმური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბინის შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან კარი არავინ გააღო.

გასული წლის ოქტომბრის თვიდან „ყაზტრანსგაზ - თბილისმა“ სოციალური კამპანია „ მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მედია საშუალებებით, არაერთგზის გავაფრთხილეთ მომხმარებლები, რომ ღია კამერიანი გაზის გამაცხელებლები და გამათბობლები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის. აგრეთვე არაერთგზის ვთხოვეთ მომხმარებლებს, რომ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე (114) და მოითხოვონ ნაქირავები ან დაგირავებული ბინების შემოწმება, რადგან უბედური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ასეთ ბინებზე მოდის. აღნიშნული ტრაგედიაც სწორედ ნაქირავებ ბინაში მოხდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ უმორჩილესად გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. უარი თქვით ღია კამერიან დანადგარებზე და გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ