უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 დეკემბერი, 2017 13:05
font-size

„ბირჟა მაფიის“ წევრ გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რეპერის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მოსიაშვილის განმარტებით, გამოძიებამ დაადასტურა გიორგი ქებურიას ჩვენების სისწორე, რითიც დამტკიცდა მისი უდანაშაულობა. ამის გამო გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

„მეექვსე თვეა დაწყებული, რაც გამოძიება მიმდინარეობდა ქალაქ თბილისის პროკურატურაში. დაცვის მხარემ მოვიპოვეთ ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი ქებურიას მიერ მიცემულ ჩვენებას ეხებოდა. გიორგი ქებურია დაკავებული იყო ყაზბეგის ქუჩაზე. ამოვიღეთ ვიდეოები სასამართლოს განჩინებით, რომლითაც დასტურდებოდა მისი უდანაშაულობა. მინდა პროკურატურას მალდობა გადავუხადო, დადგინდა ქებურიას უდანაშუალობა, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება მის მიმართ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველი პროკურორი, როდესაც დანაშაული არ დასტურდება. იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს ობიექტურობას პროკურატურა. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენას გიორგი ქებურიას მიმართ, იმედი მაქვს, პროცესები ობიექტურად წარიმართება“, - თქვა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ქებურიას წინააღმდეგ წარმოებული საქმის პარალელურად დაიწყო გამოძიება ცალკეული პოლიციელების მიმართ ჰიპ-ჰოპ არტისტის საჩივრის საფუძველზე. მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება ამაზე გრძელდება.

გიორგი ქებურია ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, რეპერ მიშკა მგალობლიშვილთან ერთად, 8 ივნისს დააკავეს კლიპი „თესლი შავი ზედას“ გამოქვეყნების შემდეგ, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული.

პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში "ბიჟა მაფიის" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

ანა მებურიშვილი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ