სამართალი


ბიზნესმენის გატაცების სქემაში ჩართული იყვნენ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები - პროკურორი
ბიზნესმენის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ გამოძიება ამ დრომდე კიდევ ეძებს დანაშაულებრივი დაჯგუფების არაერთ წევრს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა დაადასტურა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრთა ნაწილმა მოასწრო გაქცევა და სავარაუდოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან გადასულები.
პროკურორმა დაადასტურა ისიც, რომ ბიზნესმენის შვილის გატაცების სქემაში ჩართული იყვნენ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები და ასევე, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძეს შვილის გათავისუფლების მიზნით 3 მილიონ ლარს სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან სთხოვდნენ.
ამ დროისთვის გამოძიება ეძებს რამდენიმე პირს, მათ შორის, ერთ ქალს, რომელმაც მუხიანში სახლი იქირავა და გატაცების დღეს სწორედ ის გავიდა კონტაქტზე დეკანოიძესთან.
გამოძიების ინფორმაციით, მან მიიყვანა გიორგი დეკანოიძე ნაქირავებ ბინაში და ამის შემდეგ უკვე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს.
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06