რეგიონები
ბიზნესომბუდსმენი გორში ადგილობრივ ბიზნესის 50მდე წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გორში 50მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგინა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.
„ბიზნესომბუდსმენის ოფისმა დაიწყო რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს გორში გაიმართა. ჩვენ მივაწოდოთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ და ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დღეს გორში ბიზნესს აწუხებს. ამის შემდეგ ჩევნ უკვე გადავდივართ სამუშაო ეტაპზე და განვიხილავთ, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად რა ტიპის მხარდაჭერა შეგვიძლია აღმოვუჩინოთ მათ. ვფქირობ, რომ ამ ეტპაზე, სწორედ რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესთან, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და მხარდაჭერის პაკეტების შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


