პოლიტიკა
ბოლნისის რაიონში გადაადგილდებიან რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც გადააქვთ შეფუთული ტვირთი - ნუგზარ წიკლაური
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ამ წუთებში ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც სავარაუდოდ სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.
ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ნუგზარ წიკლაურმა მიაწოდა და ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც წარმოადგინა.
წიკლაურმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და პრეზიდენტს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა.
” ბოლნისის რაიონში გადაადგილდებიან რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც გადააქვთ შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების. ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინ მივიღეთ ადგილიდან. პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულების არის ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და მე ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხის იქ დაყენება. ტვირთი გადაადგილდება სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ. როგორც მცოდნე ადამიანები მეუბნებიან, დიდი ალბათობით, ეს არის სამხედრო ტექნიკა, ე.წ. ბუკის დანადგარი”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

