უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მაისი, 2017 16:40
font-size

ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის სრულად დახურვის საკითხს საია გაუმართლებლად მიიჩნევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და სასამართლო პროცესის დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საია-ს განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,2017 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. პროკურატურა სხდომების დახურვას ასაბუთებდა საქმეში არსებული აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების არსებობით, რომელიც, მათი განმარტებით, როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ ასევე დაიხურა ამ საქმეზე აქამდე გამართული სასამართლო სხდომები.

19 მაისის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების საკითხებზე აპელირებას, თავად ბრალდებული არ დაეთანხმა და გააპროტესტა, როგორც პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ბრალდებულმა, ასევე მისმა ადვოკატებმა, პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს.

სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ: „სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.“

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. საჯარო ხასიათი იცავს მხარეებს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების საიდუმლო განხორციელებისგან. სხდომის საჯაროობა ასევე არის ერთ-ერთი საშუალება რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა იქნას შენარჩუნებული. შესაბამისად, სხდომის დახურვა მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, მაშინ როცა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით ვერ იქნება მიზანი მიღწეული.

თუ საქმეში არსებობს პირთა პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, გამოყენებულ იქნას სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი; კერძოდ, სხდომის დახურვა ნაწილობრივ. სისხლის საამრთლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ანიჭებს მოსამართლეს ამგვარ შესაძლებლობას, როგორც მხარის შუამდგომლობით, ასევე საკუთარი ინიციატივით.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიზანმიმართული მოქმედებების და მაღალი თანამებობის პირების მიერ გაკეთებული განცახდებების გამო, ცალსახად დაირღვა როგორც მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასევე - მხარეთა თანასწორობის უფლება.

გამოძიების ეტაპზე, ყოველივე ზემოაღნიშნული ემსახურებოდა საზოგადოებრივი აზრის ცალსახად ერთი მიმართულებით განვითარებას, ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების საზიანოდ. ამ ფონზე, სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, რომელიც, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, ხოლო საზოგადოებამ - შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა - სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით და იმოქმედონ ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ინტენსივობით შეიზღუდოს ბრალდებულოს უფლებები და არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის შენარჩუნებას.’’ - ნათქვამია განცხადებაში.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი