პოლიტიკა
ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი
ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება.
„გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა, და რომ ჯამი ჭურჭელია. ნარატივი ვერ ცვლის რეალობას. სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება. ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა – თავისუფლება, სამართლიანობა და პატიოსანი დიალოგი. უზნეო მეთოდებით ზნეობრივი მიზნების მიღწევის მცდელობა ადრე თუ გვიან ყველაზე ღირებულ განზრახვასაც კი აზიანებს.
ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, კვლავ იქცეს იმ ევროპად, რომელიც ოდესღაც თავისუფლებისა და სამართლიანობის სინონიმად მიიჩნეოდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 12:50
არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 12:30
უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 12:27
საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:58
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:51
ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:47

