დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 7 ნოემბერი
წლის 312-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 54 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა და მწიგნობართა: მარკიანესი და მარტვირისა (დაახლ. 355); მოწამისა ანასტატისა (III); მართლისა ტაბითასი (I).
მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში ემსახურებოდნენ უფალ ღმერთს. წმიდანებმა მოწამებრივი გვირგვინები მიიღეს. მათი წმიდა სხეულები პატივითა და მოწიწებით დაკრძალეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. მოგვიანებით წმიდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის მითითებით მოწამეთა წმიდა ნაწილები მათს პატივად აგებულ ეკლესიაში გადაასვენეს.
მოწამე ანასტასი ცხოვრობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ აკვილეაში. მისიონერული საქმიანობისათვის ქალაქ სალონში წარმართებმა შეიპყრეს იგი და მსაჯულს მიუყვანეს. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად. მსაჯულის გადაწყვეტილებით ამისათვის მას სიკვდილი მიუსაჯეს. დასჯის შემდეგ წმიდანის სხეული წარმართებმა ზღვაში გადააგდეს. მაგრამ იგი მალე მოიპოვა ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა დედაკაცმა ასკალოპიამ, რომელმაც დიდის პატივით დაკრძალა იგი თავის საგვარეულო ეკლესიაში.
მართალი ტაბითა სათნო და მოწყალებით გამორჩეული დედაკაცი იყო. იგი იოპიის ქრისტიანული თემის წევრი იყო. მოხდა ისე, რომ ერთხელ იგი მძიმედ ავად შეიქნა და სიკვდილის პირას იყო მისული. იმ ხანებში იოპიის მეზობელ ქალაქ ლიდში წმიდა მოციქული პეტრე ქადაგებდა ქრისტეს. იოპიელი ქრისტიანები მასთან მივიდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან ტაბითას შეწევნას.
როცა პეტრე მოციქული იოპიაში ჩავიდა, ტაბითა გარდაცვლილიყო. უმთავრესმა მოციქულმა მუხლი მოიყარა წმიდანის სხეულთან და მხურვალე ლოცვა აღავლინა უფლისადმი. შემდეგ კი გარდაცვლილს მიმართა: „ტაბითა, აღდექ!“ მართალი ტაბითა სრულიად განკურნებული წამოდგა.
დაიბადნენ:
1720 _ ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე, გარდაიცვალა 1798 წელს.
1810 _ ფერენც ერკელი, უნგრელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, მუსიკალური მოღვაწე, გარდაიცვალა 1893 წელს.
1811 _ კარელ იარომირ ერბენი, ჩეხი პოეტი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი, გარდაიცვალა 1870 წელს.
1818 _ ემილ დიუბუა-რეიმონი, გერმანელი ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი, გარდაიცვალა 1896 წელს.
1826 _ დიმიტრი ბაქრაძე, ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი. გარდაიცვალა 1890 წელს.
1867 _ მარი სკლოდოვსკა-კიური, ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1934 წელს.
1888 _ ჩანდრასექარა ვენკატა რამანა, ინდოელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1970 წელს.
1903 _ კონრად ლორენცი, ავსტრიელი ზოოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1989 წელს.
1913 _ ალბერ კამიუ, ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1960 წელს.
1914 _ ნინო ჯავახიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1927 _ გურამ მირიანაშვილი, არქიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი.
გარდაიცვალნენ:
1633 _ კორნელიუს დრებელი, ჰოლანდიელი გამომგონებელი. ააგო პირველი წყალქვეშა ნავი, დაიბადა 1572 წელს.
1921 _ შალვა ქიქოძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, დაიბადა 1894 წელს.
1992 _ ალექსანდრ დუბჩეკი, `პრაღის გაზაფხულის” დროის ჩეხი პოლიტიკოსი, დაიბადა 1921 წელს.
მოვლენები:
1552 წელი _ მაგელანის ექსპედიციამ დაამთავრა პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.
1800 წელი _ გაიმართა კაკაბეთის ბრძოლა. რუსთა და ქართველთა ჯარმა დაამარცხა ლეკები, რომელთაც ომარ ხანი მეთაურობდა.
1876 წელი _ ინგლისელმა ალბერტ ჰუკმა დააპატენტა სიგარეტის დასამზადებელი დაზგა.
1917 წელი _ ბოლშევიკებმა შტურმით აიღეს ზამთრის სასახლე. დაიწყო ბოლშევიკური გადატრიალება.
1918 წელი _ გამოცხადდა ბავარიის რესპუბლიკა.
1918 წელი _ გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკა.
1944 წელი _ ფრანკლინ დ. რუზველტი მეოთხედ აირჩიეს აშშ-ს პრეზიდენტად.
1956 წელი _ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ ეგვიპტეში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
1972 წელი _ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა.
1982 წელი _ თურქეთმა მიიღო კონსტიტუცია.
1990 წელი _ მერი რობინსონი ირლანდიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.
1996 წელი _ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით 7 ნოემბერი გამოცხადდა თანხმობისა და შერიგების დღედ.
1999 წელი _ მიხაილ გორბაჩოვმა მიიღო გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო `დიდი ჯვარი განსაკუთრებული დამსახურებისთვის”.
2007 წელი _ თბილისში ხელისუფლებამ ოპოზიციიის მასობრივი საპროტესტო აქცია დაშალა.

