უკან

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2018 16:20
font-size

ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად, რომ უპარტიო კანდიდატს ასახელებს „ქართული ოცნება“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან წინასაარჩევნო კურიოზად ჩათვალა, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს.

მარგველაშვილის თქმით, ის არ ყოფილა არცერთი პარტიის წევრი, ხოლო მმართველი გუნდი მას მხარს უჭერდა.

„ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, როგორც ვხვდები, არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დააყენებს კანდიდატს, რადგან ამ კანდიდატმა ყველაფერზე, რაც მე ვთქვი და პლუს იმ თემებზე, რაც ხუთი წლის განმავლობაში იყო – ვეტოს თუ გამოიყენებ, მტერი ხარ და სასახლეში თუ შეხვალ, მოღალატე ხარ – მთელ ამ თემებზე თავის თავზე უნდა აიღოს ეს ყველაფერი და ხელი უნდა მოაწეროს, რომ იქნება მორჩილი და ყველაფერის შემსრულებელი.

აქედან გამომდინარე, იმას, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ საუბარია იქნება არაპარტიულ კანდიდატზე, რომელსაც თურმე მმართველი პარტია დაუჭერს მხარს, ეს ფენომენი – ამასაც მინდა, ყურადღებით დააკვირდეთ, რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის, როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ზუსტად ასე, მე არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას, ხუთი წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემ გვერდით იდგა არჩევნებში, აქედან გამომდინარე, რომ მეუბნებოდა, ყველაფერზე ხელი უნდა მომწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე არ გვაქვს საუბარი.

კიდევ ერთხელ, ზუსტად ასე, 2013 წელს მე არ ვიყავი პარტიის წევრი და უბრალოდ მხარს მიჭერდა მმართველი პარტია, ეს კიდევ ერთი კურიოზი, როგორც კი დაიწყო არჩევნები, კურიოზული სიტუაციები წარმოიშვა, გეგონება ახალი ფორმატი არის უპარტიო კანდიდატთან.

აბა, მე ვინ ვიყავი, უპარტიო კანდიდატი არ ვიყავი, რომელსაც ხუთი წელიწადი იმას აყვედრიდნენ, რომ თურმე „ქართული ოცნება“ რასაც იტყვის, იმ დღის წესრიგისთვის უნდა დამეჯერებინა? ეს ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად, რომ უპარტიო კანდიდატს ასახელებს „ქართული ოცნება“. ან არის პარტიის კანდიდატი, ან არ არის. ზუსტად ასე ვიყავი მეც უპარტიო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა