უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 იანვარი, 2018 17:10
font-size

ჩემი მთავარი ამოცანა იქნება სასამართლომ გასწიოს დროული და ხარისხიანი მომსახურება - ანა დოლიძე

ანა დოლიძემ ის პრიორიტეტები დაასახელა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას იხელმძღვანელებს.

დოლიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ პატივისთვის, რასაც ჰქვია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მანამდე კი საპარლამენტო მდივნად დანიშვნა.

"ეს არის დიდი პრივილეგია. მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რაც ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანად მიმაჩნია: მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლების ფუნქცია არის ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს ლოდინი ხშირად თვეები და წლებიც გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება დროული და ხარისხიანი; მეორე ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში მისი გახსნილობით და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებით უნდა მოხდეს. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ ხშირად არ არის შესაბამისად გახსნილი და ანგარიშვალდებული და ჩემი მეორე ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა; მესამე ამოცანა ასევე უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდას იმით, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები, ისინი დაწინაურდნენ და წახალისდნენ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, საბჭოში იქნება ძალიან ბევრი საქმე, მაგრამ თავდაპირველად ამ სამი პრიორიტეტის გამოყოფა მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.

საკვანძო სიტყვები:

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:24

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდ

იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:08

როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს“, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალის

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 17:37

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსი

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი, 2025 , 14:17

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პა

გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰელ

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 13:21

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, - ამი