უკან

პოლიტიკა

25 ივლისი, 2018 11:45
font-size

ჩემი პოზიციაა, გუნდიდან არ დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატი - ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდში პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში აღნიშნა, მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება.

,,ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა