საზოგადოება
ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის დირექტორობას -ელისო კილაძე
გაზეთის „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც მისი რუსთავი2-ის დირექტორად დანიშვნას უკავშირდება.
როგორც კილაძემ Facebook-ში პირად გევრდზე დაწერა, მას დირექტორობაზე შეთავაზება არ მიუღია.
მისივე თქმით, მისი სამომავლო გეგმები პოლიტიკას და არა რუსთავი2-ს უკავშირდება.
მედიანიუსი ელისო კილაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„აუცილებელი განმარტება: ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის დირექტორობას. ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე - მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკაზე, მედიაზე, რუსთავი 2-ზე და ა.შ. ორი დღის წინ ჩამოვიდა,შევხვდით. ბუნებრივია, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ. გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია. ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას. იმედი მაქვს,მენეჯმენტი,გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს. p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე. არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი ! ცალ ცალკე რომ არ მირეკოთ ,ესაა ჩემი კომენტარი !“,-წერს ელისო კილაძე.
შეგახსნებებთ, რომ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ თანამდებობის, სავარაუდო დატოვების შესახებ, ინფორმაცია გვიან ღამით გავრცელდა.
ტელეკომპანიაში გვიანობამდე მენეჯმენტს შორის საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა.
მედიისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ დღეს 14:00-ზე ტელეკომპანიაში, მისი ფლობელი გია ყარამანიშვილი მივა.
მონიკა დავლიანიძე