უკან

მსოფლიო

19 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

ჩემი შვილი რომ წავა არჩევნებზე კანდიდატების სიაში ისევ პუტინი იქნება - ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ამავდროულად სპეციალურად არჩევნებისთვის ინტერნეტში ამუშავდა საიტი სახელწოდებით „სობჩაკი ყველას წინააღმდეგ“, იუწყება ბიბისის რუსული სამსახური.

„როცა 18 წლის ვიყავი, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა. ბავშვები, რომლებიც იმ წელს დაიბადნენ, ახლა თვითონაც წავლენ ხმის მისაცემად. არადა, შეიძლება ისიც მოხდეს, რომ როცა ჩემი ვაჟი წავა არჩევნებზე, კანდიდატების სიაში ისევ იქნებიან ზიუგანოვი, ჟირინოვსკი და პუტინი“, -განაცხადა სობჩაკმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, სობჩაკი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან აღნიშნა, რომ პუტინთან ტელეწამყვანს თავისი გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია.

იგივე დაადასტურა სობჩაკმაც. ტელეკომპანია „Дождь"-ის ეთერში მან განაცხადა, რომ პუტინს შეხვდა. სობჩაკის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია უარყოფითი იყო.

„მომეჩვენა, თუმცა ისე კარგად არ ვიცი პრეზიდენტის რეაქციები, რომ მას არ მოეწონა“, - თქვა სობჩაკმა და აღნიშნა, რომ პუტინს რამე კონკრეტული შეფასება არ მიუცია მისი გადაწყვეტილებისთვის.

შეგახსენებთ, პუტინის მთავარ ოპონენტს, ალექსეი ნავალნის, რუსულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ საბაბით, რომ ის ნასამართლევია. თვითონ რუსი ოპოზიციონერი ამ ფორმულირებას არ ეთანხმება. მისი თქმით, რუსეთის კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობას უფლებას აძლევს, ხოლო მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ტელეწამყვანი ამ ამბავს გამოეხმაურა. ტელეწამყვანის განცხადებით, თუ ნავალნის დაარეგისტრირებენ, სობჩაკი კანდიდატურას მოხსნის მის სასარგებლოდ.

ტელეწამყვანი ცნობილი საბჭოთა და რუსი დეპუტატის, ანატოლი სობჩაკის შვილია. მამამისი სანქტ-პეტერბურგის მერი იყო 1991-1996 წლებში, ხოლო მისი ერთ-ერთი მოადგილე რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იყო.

ქსენია სობჩაკმა თავისი ტელეკარიერა სკანდალური რეალიტი-შოუებით დაიწყო. ის ხშირად იყო ბულვარული ქრონიკის გმირიც. ბოლო წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე გადავიდა. ის ასევე შედიოდა რუსული ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში.

ანა მებურიშვილი


სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა