პოლიტიკა
ჩემს ბიჭობაშიც ჩხუბობდნენ, გაშველება მინდოდა და რომ იტყვიან, კარგად მივიღე ცხვირ-პირში, რის მერე ვცდილობ, არაფერში არ ჩავერიო - ხორავას ქუჩის საქმის მოწმე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილმა განმარტა, რომ წარსული გამოცდილების გამო არასრულწლოვნების ჩხუბში არ ჩაერია.
„ადრე, ჩემს ბიჭობაშიც ჩხუბობდნენ, გაშველება მინდოდა და რომ იტყვიან, კარგად მივიღე ცხვირ-პირში. იმის მერე ვცდილობ, რომ არაფერში არ ჩავერიო. დღემდე მიტკაცუნებს ყბა. ალბათ 90-იან წლებში იყო. არ დამიმალავს, უბრალოდ მეგონა, ახსნას მთხოვდით“, - თქვა მოწმემ.
იორდანიშვილმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც კომისიის წევრებმა პოლიციაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„კომისიაზე დაკითხვისას არ თქვით ის, რაც პოლიციაში გაქვთ ნათქვამი. რატომ არ მოყევით, რატომ დამალეთ კომისიის სხდომაზე, რომ პოლიციაში დაასახელეთ რაღაც მიზეზი, რის გამოც არასრულწლოვნების გასაშველებლად მანქანიდან არ გადმოხვედით, რატომ ჩათვალეთ, რომ შეიძლება, კომისიას ეს საკითხი არ აინტერესებდეს“, -განაცხადა კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ.
ამაზე მოწმემ უპასუხა, რომ არ დაუმალავს და ეგონა, მიზეზს ჰკითხავდნენ.
„არ დამიმალია. ახსნა არ გითქვამთ, რომ ამიხსენითო“, – განაცხადა იორდანაშავილმა.
იორდანიშვილმა მოყვა, რომ ეზოში შესვლისას ბავშვები დაინახა, ცოტა ხანში კი ადგილზე ჩხუბი დაიწყო, თუმცა დანა არ დაუნახავს.
„მანქანით როდესაც ეზოში შევედი, ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ, არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. ცოტა ხანში ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ. ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან და მე ეზოში ველოდებოდი. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგე და უცებ, რამდენიმე ადგილზე ჩხუბი დაიწყო. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან, არ მახსოვს. არ გამიხედავს, ვერ ვიხსენებ, თუ ვინმე მეფარებოდა. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ და წაქცეული არავინ არ მინახავს. ბიჭების აღწერილობა არ მახსოვს. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა, ასტიგმატიზმი მაქვს. ცოტა ემოციურად ვიყავი, ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი, არც დანა დამინახავს“, – განაცხადა მოწმემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო ჯგუფის წევრები დღეს ექსპერტსაც გამოკითხავენ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


