პოლიტიკა
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა - მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან აქციას მართავს
მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ მდუმარე აქციას მართავენ.
მათი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილიც დაღუპიდან ერთი წელი გავიდა და ისინი ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხებს ელოდებიან.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა. უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დასჯილი გომელაური, უნდა იყოს დასჯილი გოგაშვილი და ყველა პასუხისმგებელი პირი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით კი, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება.
„ერთი წელი გავიდა, რაც თემირლანის ლიკვიდაცია მოხდა და ოჯახი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. ჩვენ აქციებს გავმართავთ იმ დრომდე, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ გაგვცემენ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ცნობისთვის, სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დღეს დილით ამ თარიღთან დაკავშირებით სუს-თან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


