უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 მარტი, 2018 12:45
font-size

ჭიათურაში პროფკავშირები და მაღაროელები აქციას მართავენ

ჭიათურის ცენტრში მაღაროს მუშები ტრაფარეტებითა და ლოზუნგებით მსვლელობას მართავენ. ისინი ხელფასის მომატებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებიც უნდა აისახოს.

აქციის გამართვა პროფკავშირებსა და მაღაროელებს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი, რასაც დამატებითი მუხტი საწარმოში კიდევ ერთი მუშის გარდაცვალებამ მისცა.

საწარმოს ადმინსტრაციამ გუშინ აქციის გადადება ითხოვა და მოლაპარაკებების, ასევე პრობლემატური საკითხების გადაჭრის მზადყოფნა გამოთქვა.

დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა გამოთქვა, რის გამოც პროფკავშირებმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი აქციის გამართვას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა არჩიეს.

თუმცა როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, დღეს დილით საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული ოფიციალური განმარტებით "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკა ჩიქოვანის შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ შედგება.

,,დასაქმებულების და პროფკავშირების მიერ დღეს, უკვე სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები, შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუცილებლად იქცევა შრომითი დავის დაწყების მიზეზად“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

28 იანვარი, 2026 , 11:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

27 იანვარი, 2026 , 15:35

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, 55 წლამდე და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

21 იანვარი, 2026 , 11:38

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპა

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

19 იანვარი, 2026 , 11:55

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13 იანვარი, 2026 , 11:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი