პოლიტიკა
ჩვენ არაფრის იმედი არა გვაქვს...უბრალოდ, ვაკეთებთ, რაც სწორად მიგვაჩნია! - ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურასტან მიმდინარე შიმშილობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მოუწოდა თანამზრახველებს, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციაზე.
„შიმშილობის მეოთხე დღე.
კვლავ აქ ვართ, ამ ტიალ შენობასთან. აქ დაიგეგმა ან „გაპრავდა“ ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურე და ბოროტება მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში... ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ყველაზე დახურული და ყველაზე უსინდისო მონსტრია! შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გვეშველება, როდესაც მოვა ხელისუფლება, რომელსაც ეყოფა ნება და სითამამე, აქ ჩადენილი საშინელებანი სააშკარაოზე გამოიტანოს და არ გაჰყვეს ცდუნებას - მისდიოს წინამორბედთა გზას!
ჩვენ არაფრის იმედი არა გვაქვს. არც ამათ მორალსა და სინდისზე გვაქვს ილუზიები. შესაბამისად, არც შიში არ გვაქვს, რომ რამე ისე არ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უბრალოდ ვაკეთებთ, რაც სწორად მიგვაჩნია!
ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მორალურ თანადგომას გვიცხადებს... დიდი მადლობა ყველას ❤
გელით ხვალ, 18 დეკემბერს 4 საათზე, მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე!“, - დაწერა ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს ძმებმა გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ. როგორც ცოტნე გამსახურდიამ განმარტა, 2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასდის.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


