უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2018 15:55
font-size

ჩვენ ბუნებრივად მივყვებით ამ პროცესებს და ბუნებრივად გამოჩნდება, რა ფინალი ექნება ამ ყველაფერს - ზვიად კუპრავა

„ჩვენ გუშინ გეგმები არ გვქონია და დღესაც არ გვაქვს“, -ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის გადაყენების მოთხოვნა გუშინდელ აქციაზე შეკრებილი ხალხისგან წამოვიდა.

„განაჩენის გამოცხადების შემდეგ ზაზამ გადაწყვიტა, მისულიყო მთავარ პროკურატურაში და დაესვა კითხვები იმდროინდელი მთავარი პროკურორისთვის, „ვინ მოკლა ჩემი შვილი“. ჩვენ ვნახეთ, რომ ზაზას გაჰყვა 10 000-ობით ადამიანი. მას შემდეგ, რაც ხალხმა მიაღწია მიზანს და მთავარი პროკურორი იყო გადაყენებული ხალხმა თავად დაგეგმა, რომ მოსულიყო რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, ჩვენ ერთგვარად ხალხის ნებას დავემორჩილეთ და წამოვედით რუსთაველის გამზირზე. რუსთაველის გამზირზე ჩვენი მოთხოვნა არ დაწყებულა ხელისუფლების გადაყენებით. ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო, რომ სასწრაფოდ მიცემულიყო პასუხისგებაში მირზა სუბელიანი და სხვა დამნაშავე პირები და ამისთვის ზაზამ მათ მისცა კონკრეტული ვადა 10 საათამდე.

ხელისუფლებამ არ ისმინა, მიუხედავად იმისა, რომ აქ იდგა 50 000 ადამიანი, არ უსმინა ხალხის ხმას, არ უსმინა ზაზა სარალიძეს, რომელმაც სულ რაღაცა 1 საათის წინ გადაუყენა მთავარი პროკურორი და მაინც ხისტად დააფარა ხელი მირზა სუბელიანს.

ამის შემდეგ ვკითხეთ ხალხს, რა ვქნათ, ხალხნო. ხალმა თავად დააყენა მოთხოვნა, რომ გადადგეს ხელისუფლება“, -დასძინა კუპრავამ.

სარალიძის უფლებადამცველის თქმით, ისინი მიჰყვებიან მოვლენების ბუნებრივ განვითარებას.

„ეს არ იყო ჩვენი მოთხოვნა, ეს იყო ხალხის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ. შესაბამისად, დღესაც, ჩვენ არ ვიცით, როგორ ვმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ იმის მიხედვით, რასაც გვეტყვის ხალხი, რომ ვიმოქმედოთ. თუ ხალხი გვეტყვის, რომ უნდა ვიმოქმედოთ მარჯვნივ, ჩვენ წავალთ მარჯვნივ, თუ მარცხვნივ, წავალთ მარცხვნივ. ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, ჩვენ ბუნებრივად მივყვებით ამ პროცესებს და ბუნებრივად გამოჩნდება, რა ფინალი ექნება ამ ყველაფერს“, - აღნიშნა კუპრავამ.

დღეს 16:00 საათზე თბილისის პარლამენტთან გაგრძელდება აქცია ლოზუნგით #ნუმოკლავ. სარალიძემ მხარდამჭერების ნაწილთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაატარა. ისინი პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.

გუშინ ზაზა სარალიძემ აქცია დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან. მისი თავდაპირველი მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა იყო, ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების დაჭერა და გასამართლება. მას შემდეგ, რაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, აქცია გადაინაცვლა რუსთაველზე. სარალიძის სოლიდარობის მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სარალიძემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.

პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გუშინვე პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი