უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივლისი, 2024 14:04
font-size

ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა - გიორგი ვაშაძე

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა – რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, – - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული.

„ძალიან გთხოვთ, „ქოცურ“ სიყალბეს ნუ გაყვებით იმიტომ, რომ სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა, როგორც ეს „ქართლმა ოცნებამ“ გააკეთა. მაგალითად, ფქვილი 100% რუსეთიდან შემოდის, საწვავიც შემოდის რუსეთიდან. მე არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. რაც შეეხება ვაჭრობას - 3-ჯერ მეტს დღეს რუსეთი ყიდის საქართველოში, ვიდრე საქართველო ყიდის რუსეთში. მინდა, რომ პირიქით იყოს ეს ბალანსი. ანუ, ჩვენ მეტად ვსარგებლობდეთ ამ სავაჭრო ურთიერთობით, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროკავშირისკენ სხვლა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და ერთიან საქართველოში ცხოვრება. ჩვენ არასდროს მოვუწოდებთ ხალხს ზიზღისკენ და დაპირისპირებისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“ - ირაკლი კობახიძე

6 სექტემბერი, 2024 , 16:38

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთა

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი– ირაკლი კობახიძე

6 სექტემბერი, 2024 , 16:28

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთა

“ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ”- გერმანელი დეპუტატები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

6 სექტემბერი, 2024 , 14:36

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას,- ამის შესახებ

მთავრობამ განმარტოს, რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ, რომ არ ისურვეს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირში უმნიშვნელოვანესი წონა აქვს -ანა ნაცვლიშვილი

6 სექტემბერი, 2024 , 13:17

მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გერმანული მხარის პოზიციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ბუნდესტაგის მხრიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა მისაღები, “ქართული ოცნების“ აღმასრულებ

„ქართულმა ოცნებამ” ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას - ქეთევან თურაზაშავილი

5 სექტემბერი, 2024 , 17:18

,,ქართულმა ოცნებამ” ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, რომელიც მერე აღარ შეასრულა, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას.  ამის შესახებ კო

ოპოზიციის წარმომადგენლებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის მხარი რომ დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან, ხოლო როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად მოხვდებათ არჩევნებზე - მამუკა მდინარაძე

5 სექტემბერი, 2024 , 16:50

ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს, თავი აარიდოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობისთვის მხარის არდაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი