პოლიტიკა


ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ არ არის შესაბამისი კვალიფიციური კადრი - ელგუჯა მელაძე
დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, სამუშაო პირობების მიუხედავად დგას კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა. მისივე თქმით, კადრების სიმცირის პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება.
„საკითხი დგას ასე - ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ არ არის შესაბამისი მიწოდება ბაზარზე. ამაში იგულისხმება კვალიფიციური კადრი, ანუ შესაბამისი კადრი. სამუშაო ადგილებზე, სადაც არის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი კადრი უნდა იყოს მიწოდებული. ეს უნდა გააკეთოს განათლების სისტემამ. ძირითადი აქცენტები კეთდება პროფესიულ განათლებაზე, რაც მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ განვითარებული", - განაცხადა მელაძემ.
მელაძემ ჩამოთვალა ის პროფესიები, რომლის კადრების სიმცირეცაა ქვეყანაში.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ძირითადად აგროწარმოების ქვეყანაა, ბევრი საწარმო შეიქმნა. აქ გვაქვს ჩვენ დიდი პრობლემა, მოთხოვნა, აგრონომებზე, ტრაქტორისტებზე, მექანიზატორებზე. ასევე, რასაკვირველია, მოთხოვნა გვაქვს ცოტა უფრო მაღალი რანგის სპეციალისტებზე. თუმცა, ესეც პროფესიული განათლების რანგში ჯდება, რასაც თანამედროვე ცოდნა ესაჭიროება", - განაცხადა მელაძემ.
დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრების მოთხოვნაა სურსათის გადამუშავების სფეროშიც და ასევე მოთხოვნადია ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კადრები.
„ასევე სხვადასხვა სახის საწარმო ტექნოლოგიები შემოვიდა ქვეყანაში, რომლებსაც რასაკვირველია, შესაბამისი კადრი ესაჭიროება. ესენია ე.წ. მემონტაჟეები, გამმართველები, დიდი მოთხოვნა. მოთხოვნა არის ამწე მემანქანეებზე", - განაცხადა მელაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ასევე დიდი მოთხოვნა არის შრომის უსაფრთხოების ინჟინრებზეც და ამ პრობლემის გადასაჭრელად სოციალური პარტნიორები და პროფკავშირები მსჯელობენ.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25