უკან

პოლიტიკა

27 მაისი, 2025 17:22
font-size

ჩვენ გვინდა საქმე და საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის - სალომე ზურაბიშვილი

ტყუილად სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან არ არის საჭირო. ჩვენ გვინდა საქმე და საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„დღეს, 27 მაისი დიასპორის დღეა. პირველ რიგში, მინდა დიასპორას, ჩვენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ, ყველას მივულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო.

ეს არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა პრემიერის დღევანდელი სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის, რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები, არის ის, რომ არა თუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთება და გაკეთდა, იმისთვის, რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი.

როცა ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას დიასპორას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველა ბერკეტს ხმარობს და ყველა ხრიკს იმისთვის, რომ ვერ მიიღოს დიასპორამ მონაწილეობა არჩევნებში და ერთი მილიონიდან ბოლო შედეგი არის ის, რომ 34 000-მა შეძლო და მიიღო მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ შენი მთავრობა, რომელიც არის საქართველოში არ გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მონაწილეობა.

მეორე, რაც შეუძლია სახელმწიფოს და რასაც არ აკეთებს, არის ის, რომ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღება. აღნიშნულზე დავხარჯე ბევრი ენერგია და ბევრი თხოვნა, გაუთავებელი მოლაპარაკებები თავის დროზე იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობასთან, მაგრამ არანაირი შედეგი.

დღესაც, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ძალიან რთულია, რომ დაიბრუნონ და აღადგინონ საქართველოს მოქალაქეობა. თანხებიც მაღალი არის და ყველანაირად გართულებული არის პროცესი. ძალიან გაწელილი არის ვადები და ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩვენს თანამემამულეებს, რომ დაიბრუნონ საკუთარი მოქალაქეობა.

კიდევ უარესი, აღდგენაზე უარს ეუბნებიან ადამიანს, როცა ეს არის მისი სრული უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ტყუილად სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან არ არის საჭირო. ჩვენ გვინდა საქმე და საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი