უკან

პოლიტიკა

11 ივნისი, 2020 15:55
font-size

ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება - კელი დეგნანი

ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩს ჟურნალისტებმა 13 კონგრესმენის მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. წარსულში როდესაც იყო კომუნიკაცია კონგრესში, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ისინი ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ საქართველოს მნიშვნელობას და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ გვაქვს, ორივე ქვეყნისთვის ცენტრალურია.

ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით. ეს საგანგებო მდგომარეობა აქ კარგად იყო მართული, რომ ეკონომიკის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჩემთვის ეჭვი არ არის, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება 13 კონგრესმენის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებას, კელი დეგნანმა აღნიშნულ საკითხზე კითხვისას განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არ არის.

„ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას საქართველოსთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“,- განაცხადა დეგნანმა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მამუკა მდინარაძე MEGOBARI Act-ზე: რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება

21 მაისი, 2024 , 18:05

მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება,- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტს - MEGOBARI Act-ს  სოციალურ ქსელში ეხმიანება. &bdquo

აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი - ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი, 2024 , 17:18

აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი, -- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა Politico-ს მიერ გა

MEGOBARI Act `ოცნებას` სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს ჰპირდება - ირაკლი კუპრაძე

21 მაისი, 2024 , 17:06

MEGOBARI Act "ოცნებას" სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს ჰპირდება, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ  განაცხადა. “შტატებს და ევროკავშირს უნდა თანამშრომლობა იმ ხელის

„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ - პაატა მანჯგალაძე

21 მაისი, 2024 , 15:40

ვინც ამბობს რომ დასავლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს - რუსია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

21 მაისი, 2024 , 15:23

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკური საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ საერთაშორის

პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები - კახა კალაძე

21 მაისი, 2024 , 15:15

რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. „პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი