უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ჩვენ მივიღეთ დღეს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ - ქეთევან ციხელაშვილი
ომიდან 10 წლის თავზე ადამიანები ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს რუსეთის პოლიტიკის გამო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განსაკუთრებით მწვავედ აწყდებიან, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაზე.
კომისიის სხდომა, რომელიც მთლიანად ოკუპაციაზე საუბარს დაეთმო, ქეთევან ციხელაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნა. ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის მხარდაჭერა.
ციხელაშვილმა კომისიის წევრებს ინფორმაცია სასტიკ მკვლელობებზე, მავთულხლართების გამოყენებით ადამიანების დაშორებასა და პროპაგანდისტული მეთოდებით საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებაზე მიაწოდა.
„მე ვისაუბრე დღეს არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც ადამიანები ღია ოკუპაციის პირობებში ათი წელია აწყდებიან, ძალიან კონკრეტულ მაგალითებზე მათ შორის ტატუნაშვილის ტრაგედიაზე, იმაზე, რომ ეს სამწუხაროდ, არ არის გამონაკლისი, ეს არის ყველაზე მძიმე გამოვლინება იმისა, თუ რას ნიშნავს განგრძობითი ოკუპაცია.]
ჩვენ მივიღეთ დღეს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ეს მხარდაჭერა არის არამხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა არამედ იმ ფუნდამენტის მხარდაჭერა რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო,“- აცხადებს ციხელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25