უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2018 16:05
font-size

ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ საპარლამენტო კონტროლის გაზრდას მთავრობაზე - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მან კონკრეტული გვარებისა და უწყენების დასახელებისგან თავი შეიკავა.

მან თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ ჯანელიძეს თავად სურს, თანამდებობა დატოვოს.

„თავად აქვს სურვილი, რომ დატოვოს თანამდებობა. ეს არ ყოფილა გუნდის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად აქვს მიღებული. ალბათ თავად ისაუბრებს ამაზე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, იგეგმება საპარლამენტო კონტროლის გაზრდა მთავრობაზე.

„ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ საპარლამენტო კონტროლის გაზრდას მთავრობაზე. ასე რომ, ახალ პრემიერ-მინისტრს ველოდებით ბევრად უფრო ხშირად და აქტიურად. ბევრი გამოწვევა და პრობლემა ხვდება ახალ გუნდს და იმედია, ერთად გავართმევთ თავს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გუშინ მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.

13 ივნისს გიორგი კვიირკაშვილმა პრემიერ-მისნიტრის პოსტი დატოვა, რაც ავტომატურად ნიშნავს მთავრობის გადადგომასაც.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ცდილობენ, ფონი შექმნან, თითქოს, ხელისუფლება არაკანონიერ ნაბიჯზე მიდის - დავით მათიკაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 17:55

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა გააჩნია. ამსი შესახებ მან პირველ არხს უთხრა. დეპუტა

სასურველია, მომავალში საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მოქალაქეებს - თამარ ჩუგოშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 17:30

„წინასაარჩევნო პროცესი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, რომლითაც ჩვენ ქვეყანას შეუძლია იამაყოს, სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან მძიმე, ნეგატიური, პოპულიზმით, ურთიერთბრალდებებით, შეტევებითა და შეურაცხყოფებით აღსავსე“<

სალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს

21 ნოემბერი, 2018 , 17:30

სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს. როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა,

სუს-ის მიერ თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების მცდელობა მისი სიცოცხლის ხელყოფის პრობლემის გადაფარვის მცდელობაა - EMC

21 ნოემბერი, 2018 , 17:30

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუ

მოძრაობა „არა ნაციზმის“ შეხვედრაზე შვილმოკლული დედები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

21 ნოემბერი, 2018 , 16:40

გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრთან“ მოძრაობა „არა ნაციზმის“ წარმომადგენლები და ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მოსახლეობას შეხვდა. შეკრებილებს დაურიგეს ფლაერები, რომელზეც, მათი თქმით, „ნაც

სოსო გოგაშვილისა და ირაკლი ჩიმაკაძის მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

„სოსო გოგაშვილი იმ დილით ჩვენთან ხეობაში იყო ამოსული. რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ირაკლი ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან. თემირლანის სისხლი არ შერჩე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`