უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აპრილი, 2018 12:20
font-size

ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები ასახავენ საქართველოს პროგრესს - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 27 წელს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად გაიწვია სამხედროები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ გადახდა საქართველოს თავს. ათასობით სამხედრომ გაწირა სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რუსულ ოკუაციასთან ბრძოლაში და ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

დღეს ჩვენ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ საქართველოს გმირების ხსოვნას და მეორე მხრივ, ყველანი ამაყები ვართ იმ ტრადიციით, რომელიც ამ 27 წლის განმავლობაში შეიქმნა და იმ ერთობლივი ბრძოლის ტრადიციითაც, რომელიც ნატო-სთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებულად ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ბოლო წლებში ნატო-საქართველოს უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&