უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ჩვენი რეკომენდაციაა, პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გუშინდელი სპეცოპერაციის გარემოებები - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა პროკურატურას, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, კერძოდ, მოხდა თუ არა სპეცრაზმის მხრიდან უფლებების გადამეტება.
მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და სუს-ის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.
„ჩვენ კონტაქტზე ვართ დაჭრილის ოჯახის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენი ინფორმაციით, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც საუბრობს ერთი მხრივ, დაჭრილის ოჯახი და მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახური, არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამოძიების როლი. მთავარი ტვირთი ეკისრება პროკურატურას და ჩვენი რეკომენდაციაა, პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები - ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული ძალის გამოყენება. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ საქმეს“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისსა და პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია გუშინ ჩაატარა
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც ახმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში დაეხმარნენ.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
დაკავებულთა შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილიც. სუს-ის ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.
დაჭრილი მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის კომატოზურ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მას გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25