უკან

პოლიტიკა

27 მაისი, 2017 17:20
font-size

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ განაგრძოს ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში, შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, რათა ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს - იტან კორბინი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორის, იტან კორბინის განცხადებით, საქართველომ უნდა განაგრძოს სამხედრო რეფორმა. მისი რეკომენდაციით, საქართველომ უნდა ჩაანაცვლოს ძველი საბჭოთა ტექნიკა ახალი აღჭურვილობით, რათა ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

როგორც კორბინმა აღნიშნა, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას, ალიანსის წევრი გახდეს.

„საქართველო დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული პარტნიორობისა და ურთიერთობის სტატუსით. თუმცა, კიდევ არის მისაღწევი პროგრესი. ერთ-ერთი უმთავრესი კი საბჭოთა მემკვიდრეობისგან დარჩენილი აღჭურვილობის ჩანაცვლებაა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ განაგრძოს ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში, შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, რათა ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ოპერაბელური იყოს ნატოს ძალებთან. საქართველო კარგ დახმარებას იღებს ამ კუთხით აშშ-სგან. ვფიქრობ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატოს წევრი“, - განაცხადა კორბინმა.

კორბინმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა საუბრები რუსეთსა და მისგან მომდინარე აგრესიაზე. მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მუშაობს იმაზე, რომ სახრეთ კავკასიაში შენარჩუნდეს სტაბილურობა.

შეგახსენებთ, გუშინ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ანა მებურიშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა