უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენებით უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო - კახა კალაძე
ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებს, თუმცა კალაძის განმარტებით, მხარდაჭერას პარტია მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადებს.
რაც შეეხება პარტიულ კანდიდატს, დედაქალაქის მერის თქმით, ,,ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი იმ მიზეზით არ ჰყავს, რომ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია.
„ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი. ეს ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძლიერი ინსტიტუტი იყო. თუნდაც ავიღოთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილიც კი ეცადა ამ ინსტიტუტის გაძლიერებას სხვადასხვა ატრიბუტებით, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით. თუმცა, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციური მოწყობა საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ. მთავარია პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, პრეზიდენტი წარმომადგენლობითია.
ჩვენი კანდიდატის დაყენებით უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო“, - განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12