უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ჩვენი შემოწირულობების გრაფაში ნული თეთრია - გიორგი გუგავა
"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას ბიზნესისა და საბანკო სექტორის დაშინებაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ ბიზნესის კონტროლი დაიწყო და კერძო სექტორმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება შეწყვიტა.
მისივე ინფორმაციით, "ლეიბორისტულ პარტიას" სესხის გაცემაზე ქვეყანაში მოქმედმა ყველა ბანკმა უარი უთხრა.
გიორგი გუგავას განცხადებით, მათ 20-მდე ბანკს მიმართეს, თუმცა არცერთ მათგანს უარის თქმის მიზეზი არ განუმარტავს.
პარტიამ ფაქტის შესასწავლად არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართა.
"ლეიბორისტული პარტიის" დაფინანსება არა მხოლოდ ბიზნესს აუკრძალეს, არამედ ყველა ბანკს უარი ათქმევინეს, ჩვენთვის კანონით გათვალისწინებული კრედიტი მოეცათ, მით უმეტეს, გარანტად ბანკში ჩვენს ოფისს ვდებდით. ამდენად, ჩვენი შემოწირულობების გრაფაში ნული თეთრია, რითაც ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეგვიშალოს, სრულფასოვნად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია," - განაცხადა გიორგი გუგავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25