უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2025 14:44
font-size

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განახადა.

პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროს მართვის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია, დაზოგილი თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

ოპტიმიზაციის პარალელურად, ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. თვეების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკიერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი, მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს.

„დღევანდელი მდგომარეობით, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15,000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები. სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ, გაცხრილოს სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება.

გასული წლების განმავლობაში, ასეთ კომპანიებსაც შეექმნათ სირთულეები, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან და ვისმენთ დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს. ამგვარი დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ სექტორს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება.

ჩვენი მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. ჩვენ გვინდა სრულად გადაიტვირთოს პროცესი და განახლდეს ენერგეტიკის სისტემის შეუქცევადი განვითარება სუფთა ფურცლიდან, ორმხრივად გაწერილი ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში“, - განაცხადა პრემიერმა.

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში

19 დეკემბერი, 2025 , 20:48

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართვ

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

19 დეკემბერი, 2025 , 17:13

22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო, ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის, - ამის შესახებ სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

19 დეკემბერი, 2025 , 09:02

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „ზურაბ

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

18 დეკემბერი, 2025 , 15:27

მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი

18 დეკემბერი, 2025 , 15:15

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებთ მიჰყავს, ეს არ არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი მესიჯი ქართველი ხალხი

ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 14:21

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის