უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება

ჩვენი უწყების 2 წლიანი ძალისხმევით მომხმარებლის უფლებები უფრო მეტად არის დაცული და გარანტირებული - ირაკლი ლექვინაძე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. „საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, 2024 წელს დაიწყო და 2027 წლის ჩათვლით, 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს. სტრატეგიის მიზანია, ერთობლივ ფორმატში - ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი გარანტიების შექმნა მოქალაქეებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, რადგან მათი უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული.
საერთაშორისო მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, 2024 წელს, World Bank Group-ის და ICPEN-ის ჯილდო, რომელიც სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის გადმოეცა. საქართველო - მომხმარებლების განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მათი ინტერესების გადაწყვეტის ნომინაციაში მოწინავე ქვეყნების აღმასრულებელი უწყებების სამეულში გამარჯვებულად დასახელდა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2024 წელს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. ამავე წელს, ჩვენმა უწყებამ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო. სამუშაო შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების მიმართულებით, მომხმარებლის უფლებების დეპარტამენტის მიერ გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის რიგ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და აქტივობებს მოიცავს. საგანმანათლებლო სექტორში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები აქტიურ ფორმატში მიმდინარეობს და უკვე ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ასევე, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის და ბაზრის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შეიქმნა საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო, რომელიც დღეს ჩვენს ღონისძიებაზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, არის წარმოდგენილი.
III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ამოცანა მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინკლუზიური გარემოს ფორმირება.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყების წარმომდგენლებს გაწეული საქმიანობისთვის. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მოგვმართა, რადგანაც ჩვენ მიერ დადგენილი სტანდარტები, მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ თქვენი აქტიურობის შედეგია. მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის ექვსივე მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელს. სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ღონისძიების გახსნაზე.
მისივე განცხადებით, 2024 წელს, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი ანაზღაურდა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.
კვირეულის გახსნითი ღონისძიება 10 მარტს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებმა მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს - ახალქალაქში, 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29