უკან

საზოგადოება

18 დეკემბერი, 2025 11:30
font-size

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას.

მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად, ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც, დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გლობალური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

კვლევები, 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუდომენტე, ასევე – სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

18 დეკემბერი, 2025 , 16:49

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა.

19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი

18 დეკემბერი, 2025 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

18 დეკემბერი, 2025 , 13:46

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდი იყო. ის თბილისიდან 8 კილომეტრში სოფელი ძეგვიდან ე

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

18 დეკემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს ბანკმა, მომსახურების სექტორში მოქმედი ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალი შეთავაზებები მოამზადა. კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია: -რესტორნებისა და ბარებისთვის; -სილამაზის სალონებისა და ესთე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „აიპლიუსის“ მიერ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა

18 დეკემბერი, 2025 , 11:49

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქართველოს კონკურენციისა

შსს ამნისტიის ფარგლებში მართვის უფლების აღდგენის პროცედურებს განმარტავს

18 დეკემბერი, 2025 , 11:23

სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენაზე გამოცხადებულ ამნისტიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და მართვის უფლების აღდგენის პროცედურებს განმარტავს. &bdq