უკან

საზოგადოება

18 დეკემბერი, 2025 13:03
font-size

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

საქართველოს ბანკმა, მომსახურების სექტორში მოქმედი ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალი შეთავაზებები მოამზადა.

კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია:

  • -რესტორნებისა და ბარებისთვის;
  • -სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის;
  • -სპორტდარბაზებისთვის;
  • -სასტუმროებისთვის.

კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზებებით:

Ads მენეჯერი

ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას თავიანთი მომხმარებლებისთვის, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4 000 PLUS ქულა) და ინფორმაცია ამ შეთავაზებაზე გაავრცელონ საქართველოს ბანკის არხებში - მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ან ბანკის სოც.მედია არხებით.

ცნობისთვის Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზება და განათავსოს არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.

POS ტერმინალი

მომსახურების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, პირველი POS ტერმინალი 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღონ, შესაბამისად, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ გადახდები.

Cashback
კამპანიის ფარგლებში, Gulf-ის ობიექტებზე საწვავის შეძენისას ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდილი თანხის 3%-ს დაიბრუნონ Cashback-ის სახით.

სპეციალური ფასდაკლებები პარტნიორებთან


კამპანიის მონაწილე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკის პარტნიორებისგან ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლონ

  • -Nova – შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იანი ფასდაკლება;
  • -Altido – 50%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაზე;
  • -Inventer – 20%-იანი ფასდაკლება მარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაზე;
  • -Bolt – 20% ფასდაკლება მგზავრობაზე და თანამშრომლების ულიმიტო დამატების შესაძლებლობა.

ბიზნესკურსები

საქართველოს ბანკი მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის: კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსებს სთავაზობს.

თითოეული კურსი ხელმისაწვდომია ონლაინ, ნებისმიერი მსურველისთვის და ეხმარება კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ეფექტიანად წარმოჩენაში, ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრაციასა და სარესტორნო ეფექტიანი მართვის პროცესში.

“საქართველოს ბანკი აგრძელებს მომსახურების სფეროში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას და ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ კამპანიით გვსურს, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ ოპერაციული ხარჯების შემცირების, გაყიდვების ხელშეწყობისა და ციფრული შესაძლებლობების გაფართოების პროცესში“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

18 დეკემბერი, 2025 , 16:49

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა.

19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი

18 დეკემბერი, 2025 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

18 დეკემბერი, 2025 , 13:46

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდი იყო. ის თბილისიდან 8 კილომეტრში სოფელი ძეგვიდან ე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „აიპლიუსის“ მიერ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა

18 დეკემბერი, 2025 , 11:49

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქართველოს კონკურენციისა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა

18 დეკემბერი, 2025 , 11:30

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ჯან

შსს ამნისტიის ფარგლებში მართვის უფლების აღდგენის პროცედურებს განმარტავს

18 დეკემბერი, 2025 , 11:23

სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენაზე გამოცხადებულ ამნისტიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და მართვის უფლების აღდგენის პროცედურებს განმარტავს. &bdq